თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოში აშშ-ის ელჩი მივიდა. კელი დეგნანმა მემორიალთან გვირგვინი მიიტანა და 32 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
მემორიალთან იმყოფებოდა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი, რომელმაც მთავრობის მეთაურის სახელით მემორიალი გვირგვინით შეამკო.
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.