ეს იცით, რომელი გიორგი კანდელაკია, აი 2008 წლის ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომ მოაწერა ხელი, საქართველომ დაიწყო ომიო! იცით, რომელი გუნდის წევრია, ნატოში საქართველოს გაწევრიანება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, რომ დატესტეს, - ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გაკოტრებული პოლიტიკოსები, მრავლად არიან ერთპარტიულ ოპოზიციაში.
„სერგი კაპანაძის გუშინდელი დაბნეულ-დაბრეხვებული მავნებლობის შემდეგ საქართველო კასეტური ბომბებით ბომბავდა ცხინვალსო. (ანალოგიურს, ზუსტად ანალოგიურს გვაბრალებდა რუსეთის მასმედია და პროპაგანდის მანქანები!), დღეს უკვე გიორგი კანდელაკი გამოხტა „ანტირუსული ბრიფინგით“, საქართველოს ხელისუფლებას მიმართა - „უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე მკაფიო და აქტიურ რეაგირებას ითხოვს ოპოზიციაო“. ოპონენტები მთავრობას მოუწოდებენ „მიმდინარე პროცესები საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის გამოიყენოსო“, ეს იცით, რომელი გიორგი კანდელაკია, აი 2008 წლის ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომ მოაწერა ხელი, საქართველომ დაიწყო ომიო! იცით, რომელი გუნდის წევრია, ნატოში საქართველოს გაწევრიანება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე რომ დატესტეს! აი, ნატო-ს სამიტზე, რომ წავიდნენ და MAP-ზე უკეთესი რომ ჩამოიტანეს!.. ლამის მთელი სამყარო, რომ ეუბნება პარლამენტის ბოიკოტი და ხელოვნურად კრიზისის შექმნა რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავსო და კანდელაკს არიქა, უპოვია გამოსავალი, ხელისუფლებამ „მიმდინარე პროცესები საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის გამოიყენოსო“. უკაცრავად და როგორ უნდა გამოიყენოს?
მიმართოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და უთხრას, ხომ ხედავთ რუსეთი რას აკეთებს უკრაინაში და აქედან გამომდინარე სასწრფოდ მიგვიღეთ ნატო-ში? ასე, ხომ არ ჯობია: ვგმობთ რუსეთს, მიგვიღეთ ნატოში! არც ეს იქნება ცუდი: ჩვენ გვინდა ნატო-ში, ოღონდ იცოდეთ გვყავს პრორუსული ოპოზიცია (ევროპარლამენტარებმა თქვეს მათი საქციელი რუსეთისთვის ხელშეწყობააო...)! ან თუ მიგვიღებთ ნატოში ერთპარტიული ოპოზიცია თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს და თქვენც დაისვენებთ და ქართველი ხალხიცო?!
მგონი, გიორგი კანდელაკმა უფრო ზუსტად იცის როგორ.... არა რა, ზუსტად გაწერილი გეგმაც ექნება, მაგრამ ათქმევინებ?“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.