აუცილებელია თუ არა დამატებითი სამედიცინო კონტროლი და ლაბორატორიული კვლევები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „ასტრაზენეკათი“ აიცრნენ - ივანე ჩხაიძის განმარტება

აუცილებელია თუ არა დამატებითი სამედიცინო კონტროლი და ლაბორატორიული კვლევები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „ასტრაზენეკათი“ აიცრნენ - ივანე ჩხაიძის განმარტება



ივანე ჩხაიძე

ფოტო: IMEDI

წინა სტატია
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე აიცრნენ „ასტრაზენეკათი“, არ არის აუცილებელი დამატებითი სამედიცინო კონტროლი და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვერდითი მოვლენა, რომელიც დაფიქსირებული იყო, აღინიშნა ვაქცინის გაკეთებიდან ორი კვირის ფარგლებში. შესაბამისად, ეს ორკვირიანი პერიოდი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გავლილი აქვს. ეს ადამიანები დამატებითი კვლევების ჩატარებას და ექიმის კონსულტაციას არ საჭიროებენ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან.

EMA-ში აცხადებენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოზის იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი აღმოაჩინეს, თუმცა ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკებს აჭარბებს.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.