ჯორჯ კენტი: დროა ორივე მხარემ უარი თქვას პარტიულ ინტერესებზე და ფოკუსირებული იყოს ეროვნულ საკითხებზე

ჯორჯ კენტი: დროა ორივე მხარემ უარი თქვას პარტიულ ინტერესებზე და ფოკუსირებული იყოს ეროვნულ საკითხებზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე საქართველოში პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ და კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდებს. ჯორჯ კენტის თქმით, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

„ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, რომ ახლა დროა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს, როგორც ქვეყანას აქვს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ უთხრა პოლიტიკურ ლიდერებს, რომ ახლა დროა ორივე მხარემ უარი თქვას პარტიულ ინტერესებზე და ფოკუსირებული იყოს ეროვნულ საკითხებზე, როგორებიც არის შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობა კავკასიაში და COVID-19-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკური აღდგენა. საქართველოს პოლიტიკური კლასი უფრო მეტად არის ფოკუსირებული შიდაპოლიტიკურ დრამაზე. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში, რომ ახლა დროა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს, როგორც ქვეყანას აქვს. საქართველოს შიდაპოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული იყო და შეიქმნა ორივე მხარის ქმედებების გამო, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის. თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყო ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, ნაცვლად პარტიული საკითხებისა, რაც საქართველოს პროგრესს აფერხებს და აჩენს კითხვებს პოლიტიკური კულტურისა და ელიტის მიმართ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ისწრაფოდა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისკენ. ახლა კი გამოდის, რომ პოლიტიკური ლიდერები დემოკრატიული ღირებულებების მოდელს არ მიჰყვებიან, რაც თავის მხრივ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებაზე სერიოზული დიალოგის გასამართად“, - განაცხადა კენტმა.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.