ბოდბელი ეპისკოპოსი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შერიგებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მეუფე იაკობის განცხადებით, ეკლესიის კარი ღიაა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკების პროცესში და მხარეებს შორის უთანხმოება განიმუხტოს და კონკრეტული კონსენსუსი შედგეს.
მიტროპოლიტისთვის პარლამენტის წინ გაშლილი კარვები მიუღებელია იმ ფონზე, როცა ხალხის დიდი ნაწილი ქუჩის აქციებზე უარს ამბობს და მიმდებარე ტერიტორია მხოლოდ მცირე ჯგუფს უკავია. მეუფე ოპოზიციურ ძალებს მიმართავს და ქუჩაში დგომის ნაცვლად პარლამენტში მუშაობას ურჩევს.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.