რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სერგი კაპანაძე არის ყოფილი დიპლომატი, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ ქმედებას, რომელიც რეალურად, საქართველოს არ ჩაუდენია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„იმას ვგულისხმობ, რომ რუსეთი სწორედ იმას ცდილობდა, რასაც კაპანაძე აცხადებდა. ფაქტობრივად, ეს განცხადებები ერთი-ერთშია. ცდილობდა იმას, რომ საქართველოსთვის დაებრალებინა ის, რომ თითქოს, კასეტური ბომბებით ცხინვალი დაბომბა. ეს მსჯელობა, რომელიც არის ოკუპანტისა და ჩვენი ქვეყნის ყოფილი დიპლომატის, ფაქტიურად, ერთი-ერთშია“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბია, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ, ცხინვალი დაბომბა, ოღონდ, მშვიდონიანი მოსახლეობა არა“. მისივე თქმით, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.