გია გზირიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“რამოდენიმე კარგი ფბ მეგობარი წავშალე ამ ბოლო დღეებში.
არ მიყვარს ეს პროცესი, მერე იტყვიან, განსხვავებული აზრის გამოო, მაგრამ აგიხსნით:
განსხვავებული აზრი შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ ან გჯერათ, ან არ გჯერათ კოვიდ ვირუსის, ენდობით ან არ ენდობით ვაქცინას, გაიკეთებთ ან არ გაიკეთებთ ვაქცინას...
მაგრამ:
როდესაც ამასთან ერთად ეწევით აგიტაციას და პროპაგანდას, რომ ტყუილია, არ აიცრათ, ვინც პირბადით დადის ცხვრები ხართ, ვინც ვაქცინას იკეთებს, მონები ხართ, ვინც შეზღუდვებს იცავთ დებილები - ეს უკვე აღარაა განსხვავებული აზრი.
სხვას ნუ შეურაცხყოფთ და სხვის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ!
ამიტომ, თქვენი აზრი და თქვენი გადაწყვეტილება თქვენია და პატივს ვცემ.
ცხვირში არ გატაკებთ ნიღაბს, არ დაგარჭობთ ძალით ვაქცინას, არ გეძახით ველურ ჯოგს და თქვენც პატივი ეცით სხვის გადაწყვეტილებას ატაროს ნიღაბი, დაიცვას დისტანცია, გაიკეთოს აცრა და დაემორჩილოს შეზღუდვებს.
იმედია, გაიგეთ, რა მინდოდა მეთქვა.
იხარეთ, გახარება თქვენ, ხარებას გილოცავთ.
მადლობა”.
იარაღი თუ არა გაქვს, დანით მაინც დახვდი!..
მონები ესენი!.. :)