რომან გოცირიძე სერგი კაპანაძის განცხადებაზე: ეს იქნება კონტექსტიდან ამოღებული საუბარი

რომან გოცირიძე სერგი კაპანაძის განცხადებაზე: ეს იქნება კონტექსტიდან ამოღებული საუბარი

ის არ იტყოდა ამას და იქნება რაღაც კონტექსტიდან ამოღებული საუბარი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს იქნება კონტექსტიდან ამოგლეჯილი საუბარი, რომლის დამახინჯებულად მიწოდებით მოსახლეობას ატყუებენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.

Ninja ???
4 წლის უკან