ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ შემდეგი კვირიდან შეთანხმების პერსპექტივა არ გამოჩნდება, „გირჩი“ დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ

ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ შემდეგი კვირიდან შეთანხმების პერსპექტივა არ გამოჩნდება, „გირჩი“ დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ

თუ შემდეგი კვირიდან შეთანხმების პერსპექტივა არ გამოჩნდება, „გირჩი“ დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ. ჩვენ ვართ 3%-იანი პარტია და არ შეგვიძლია, დამოუკიდებელი თამაში ისე ვაწარმოოთ, რომ გარემოებებს არ მივაქციოთ ყურადღება. 5 წელია ვართ პოლიტიკაში და გარკვეულ შედეგებს მივაღწიეთ. ახლა არის ისეთი სიტუაცია, რომ გარკვეულმა ნაბიჯებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მოგვაყენოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„მართალია, რომ ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა არჩევნების გაყალბება იმ სტანდარტით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მკაფიოდ დაეჭირა ჩვენთვის მხარი. ეს არის ფაქტი და ვიდრე ოპოზიციის ეს ნაწილი ამას არ აღიარებს, ჩემი აზრით, ცუდად იქნება საქმე. მეორე მხრივ, თუ პარტიებს შორის ბრძოლა არ დავამთავრეთ, შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენგანი. თუ, მაგალითად, მელია ან რურუა ზის ციხეში, აღქმა ყველას აქვს ისეთი, რომ ეს არის ერთმანეთთან მებრძოლი მხარეების ჭიდილი და ერთი ჩაგრავს მეორეს. სანამ ეს ადამიანები იქნებიან ციხეში, სიტუაცია იქნება ასეთი, შესაბამისად, ჩვენი პარლამენტში შესვლა იქნება იმის ნიშანი, რომ შევდივართ პარლამენტში მმართველი პარტიასთან ერთად ოპოზიციის ამ ნაწილის საცემად. ველოდებოდით დანიელსონის ჩამოსვლას, ვაკეთებდით ყველაფერს, რომ შეთანხმება შემდგარიყო. ამის გამო ბევრი გვხვდებოდა, მაგრამ მაინც ვაკეთებდით. ახლა მედიაციის პროცესი დასრულდა და არ ვიცით, როდის განახლდება. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, მაგრამ არ გვინდა, არაადეკვატურები გამოვიდეთ. თუ ეს ხალხი მორიგდება ერთმანეთში, დაველოდებით და ყველა ერთად შევალთ. უნდა გვჯეროდეს, რომ როდესაც პარლამენტში შევალთ, ის შემდგარი პარლამენტი უნდა იყოს. უნდა მქონდეს იმის განცდა, რომ იქ პატივს მცემენ. ჯერჯერობით ასეთი განცდა არ მაქვს. თუ შემდეგი კვირიდან შეთანხმების პერსპექტივა არ გამოჩნდება, „გირჩი“ დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ. ჩვენ ვართ 3%-იანი პარტია და არ შეგვიძლია, დამოუკიდებელი თამაში ისე ვაწარმოოთ, რომ გარემოებებს არ მივაქციოთ ყურადღება. 5 წელია ვართ პოლიტიკაში და გარკვეულ შედეგებს მივაღწიეთ. ახლა არის ისეთი სიტუაცია, რომ გარკვეულმა ნაბიჯებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მოგვაყენოს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.