გური სულთანიშვილი: გავრილოვთან მებრძოლი ოპოზიცია გვერდით უდგას ნინო ბურჯანაძეს, მეტი სიგიჟე რა შეიძლება იყოს?

გური სულთანიშვილი: გავრილოვთან მებრძოლი ოპოზიცია გვერდით უდგას ნინო ბურჯანაძეს, მეტი სიგიჟე რა შეიძლება იყოს?

გავრილოვთან მებრძოლი გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც „მთავარი არხის“ მეშვეობით, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ ყველა ადამიანს გვარად აწერდა „გავრილოვს“, გვერდით უდგას ნინო ბურჯანაძეს, რომელიც რუსეთში წარდგენილი იყო პრორუს პოლიტიკოსად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, გური სულთანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კალიბრის სიგიჟე იქნებოდა ის, ვანო მერაბიშვილს რომ პატიმრების უფლებები დაეცვა.

„გავრილოვთან მებრძოლი გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც „მთავარი არხის“ მეშვეობით, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ ყველა ადამიანს გვარად აწერდა „გავრილოვს“, გვერდით უდგას ნინო ბურჯანაძეს, რომელიც რუსეთში წარდგენილი იყო პრორუს პოლიტიკოსად. მეტი სიგიჟე რა შეიძლება იყოს? ვანო მერაბიშვილმა რომ პატიმრების უფლებები დაიცვას, ნიკა გვარამიამ სამშობლოზე ილაპარაკოს​, გიგი უგულავამ კი ბიუჯეტის ქურდობა დაგმოს. რაღაცას რომ იცავ, მინიმუმ თვალს მაინც უნდა უსწორებდე იმ სტანდარტებსა და პრინციპებს“, - განაცხადა გური სულთანიშვილმა.