ამ გეგმის მთავარი მიზანი იყო ანტირუსული ისტერიის მხილება, - ასე ახსნა ანალიტიკოსმა გური სულთანიშვილმა POSTV-ს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტმა ლევან ბერძენიშვილს მისივე განცხადება ვლადიმერ პოზნერის ნათქვამად წარუდგინა და შეფასება სთხოვა.
„რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს ორჯერ ორი ოთხია, ამაზე არავინ ლაპარაკობს. ისტერიის პრინციპი არის ის, რომ არ არსებობს წესები. შენ ერთი მხრივ გეპატიება რაღაც, სხვას არ ეპატიება. მაგალითად, „ტაბულამ“ გადაცემა „გაზპრომს“ მიჰყიდა. ეს რომ სხვას გაეკეთებინა? აქ საუბარი იყო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე და მის საარჩევნო კამპანიაზე. სალომე ზურაბიშვილი რომ გახსენდება ანტირუსულ საკითხებზე და არა მისი კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე, ჩემთვის ეს არის გასაოცარი. იმ პერიოდში გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის პასპორტი ჰქონდა, ამბობდა, რუსული კულტურის წარმომადგენელი ვარო. იმ პერიოდის „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი მფლობელი იყო რუსეთის მოქალაქე. ეს არის ისტერია, თორემ ჯანსაღი და ნორმალური დამოკიდებულება შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და რეალურ პრობლემებზე აუცილებელიც არის და ყველა ადამიანის მოვალეობაა. მაგრამ ანტირუსული ისტერია ამას ნიშნავს. POSTV-ს სიუჟეტმა ზუსტად ეს გამოაჩინა, როგორ შეიძლება შენს თავს ასე ეწინააღმდეგებოდე“, - აღნიშნა სულთანიშვილმა.