პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპისთვის, ზუსტი დიაგნოზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი კლინიკაში წნევით და ინტოქსიკაციით შეიყვანეს.
„პრაიმტაიმი“ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად კლინიკას დაუკავშირდა.
როგორც კლინიკაში გვითხრეს, პოლიტიკოსის მდგომარეობა სტაბილურია.
„ელენე ხოშტარია „ნიუ ჰოსპიტალშია“ მოთავსებული, მას ამ წუთებში უტარდება კვლევები და მდგომარეობა სტაბილურია“, – გვითხრეს კლინიკაში.