პეტრას აუსტრავიჩიუსი: პოლიტიკური პარტიების მხრიდან ჩვენ ძალისხმევა უნდა დავინახოთ, მათ საშინაო დავალება უნდა შეასრულონ

პეტრას აუსტრავიჩიუსი: პოლიტიკური პარტიების მხრიდან ჩვენ ძალისხმევა უნდა დავინახოთ, მათ საშინაო დავალება უნდა შეასრულონ

ქართველმა პოლიტიკოსებმა პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი უნდა გამოიჩინონ. რამდენი დრო შეიძლება დაეთმოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისრების, ევროპარლამენტის წევრების მხრიდან საქართველოს საკითხის განხილვას და რა ფორმით უნდა განვიხილოთ საქართველო ნეგატიურად თუ პოზიტიურად?! - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, პეტრას აუსტრავიჩიუსმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და ეს ყველა ეტაპზე დადასტურდა. კერძოდ, ევროკავშირი პროცესებში უმაღლეს დონეზეა ჩართული.

„ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში. უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურება, ბელორუსში განვითარებული მოვლენები, მთიანი ყარაბაღი ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს და ამ დროს საქართველო, სადაც პოლიტიკური კრიზისია. ეს არის პოლიტიკური მოცემულობა.

ქართველმა პოლიტიკოსებმა პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი უნდა გამოიჩინონ. რამდენი დრო შეიძლება დაეთმოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისრების, ევროპარლამენტის წევრების მხრიდან საქართველოს საკითხის განხილვას და რა ფორმით უნდა განვიხილოთ საქართველო ნეგატიურად თუ პოზიტიურად?! საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ეს ყველა ეტაპზე დადასტურდა. ევროკავშირის მხრიდან უმაღლეს დონეზეა ჩართულობა. ჩვენ დრო სხვა საკითხებსაც უნდა დავუთმოთ. სამეზობლოში ძალიან ბევრი აქტუალური საკითხია. იყავით რაციონალურები. ეს თითოეული ქვეყნის პოლიტიკურ კულტურაზეა დამოკიდებული. ხანდახან სახლშია მისაღები გადაწყვეტილებები.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, კორონავირუსია. პანდემია გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, საფრთხე რუსეთის ფედერაციიდან, რუსეთის მიერ საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია; ეს ყოველდღიური მძიმე პრობლემები! არ ვიცი, კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციული მოლაპარაკება შედგეს და მათ შეთანხმებას მიაღწიონ. პროცესი კომპრომისებს უნდა ეფუძნებოდეს. თუ ჩვენ ვერ ვხედავთ კომპრომისებზე წასვლის მზადყოფნას, მაშინ ხელი უნდა გამოგიწოდოთ? აბა წარმოიდგინეთ, საქართველო როტაციით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყოს და მაგიდაზე კომპრომისზე წაუსვლელობას ითხოვდეს. ეს ევროკავშირს კარგს არაფერს მოუტანდა. ჩვენ უნდა დავინახოთ ძალისხმევა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. მათ უნდა შეასრულონ საშინაო დავალება. ახლა უმჯობესია ევროკავშირმა მოიცადოს და შეხედოს, რა მოხდება“, - განაცხადა პეტრას აუსტრავიჩიუსმა.