„ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი აცხადებს, რომ ეუთო/ოდირმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი აღიარა და ამაზე კამათს არავინ აპირებს.
„2020 წლის არჩევნებს ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საერთო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, ეუთო/ოდირმა არჩევნების შედეგი აღიარა. ეს მათი შესაფასებელი იყო და ჩვენ არ ვაპირებთ ამ თემაზე კამათს. ეს საკითხი გადაწყვეტილია. რამდენი პროცენტი იყო ხარვეზი - 3, 5 თუ 6, ეს სხვა საკითხია, მაგრამ არასდროს ყოფილა 20%“, - ამბობს აუსტრევიჩიუსი.