ვროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს პოსTV-მ დამირეკა. ახალი ჰობი აქვთ - განცხადებებს, რომელიც მათ პროპაგანდას აწყობს, აწებებენ რუსებს და მერე, ვითომ სხვა გამოცემის სახელით გეკითხებიან, ამაზე რას ფიქრობო.
უკრიანაში რუსეთი რასაც აპირებს, მაგაზე რას ფიქრობთო და თან წამიკითეს ვითომ კოსაჩოვის გამონათქვამი, რეალურად კი 2008 წლის ევროსაბჭოს რეზოლუციიდან დამახინჯებული ამონარიდი, სადაც საუბარია, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალი და რომ გამოიყენა კასეტური ბომბები.
ვუპასუხე, რომ არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენათქო, უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი მეთქი. აშკარად არ მოეწონათ. ველოდები დღეს საღამოს რას გაუშვებენ მოკლედ, 810088-დან რომ დაგირეკავენ, იცოდეთ, რომ, რაღაც, ვითომ, თავისი ჭკუით, მახეს გიგებენ“ - წერს ფეისბუქზე სერგი კაპანაძე.