სალომე სამადაშვილი: პლებისციტი არის ყველაზე სწორი გზა, რათა პოლიტიკური კრიზისის დროს მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც სურს ხალხის უმრავლესობას

სალომე სამადაშვილი: პლებისციტი არის ყველაზე სწორი გზა, რათა პოლიტიკური კრიზისის დროს მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რაც სურს ხალხის უმრავლესობას

ცხადია, საზოგადოებას ურჩევნია, ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრი არის ძალიან აშკარად გაყოფილი, შეიძლება ითქვას, ჩვენი ამომრჩევლის ნახევარს სურს, ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 42% სრულიად არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას.

მისივე თქმით, პლებისციტი ყველაზე სწორი გზაა, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს ხალხის უმრავლესობისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღონ.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლარიზება საზოგადოებაში არის საკმაოდ მაღალი, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი წინადადება, ჩავატაროთ პლებისციტი და საზოგადოებრივმა გამოკითხვამ გადაწყვიტოს, ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, ეს იქნება ყველაზე სწორი გამოსავალი. პლებისციტი, რომელიც არის ფაქტობრივად ფართომასშტაბიანი აზრის გამოკითხვა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ყველაზე სწორი გზაა, რომ პოლიტიკური კრიზისის დროს მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც სურს ხალხის უმრავლესობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 42% ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას სრულიად არ უჭერს მხარს.

amo ხალხის აზრი ისე გაინტერესებთ, როგორც მე თქვენი აზრი ჩემზე
4 წლის უკან