მორიგი დაპირისპირება ჭყონდიდში ამჯერად სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მამა გრიგოლის (დარსალიას) მისვლას მოჰყვა.
სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი სხვა სასულიერო პირებთან ერთად მონასტერში იმყოფებოდა, როცა მამა გრიგოლმა მას უთხრა, რომ დღეს წირვა სალხინოში უნდა ჩაატაროს. სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის.