სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს საქართველოში მეორე წარუმატებელი მისიის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა. ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ ევროკომისიაში დაუდასტურეს.
„31 მარტს ევროპულის საბჭოს პრეზიდენტის კრისტიან დანიელსონის მეორე მისია პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა. ორივე მხრიდან, მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან წარმოდგენილ წინადადებებზე კომპრომისზე წასვლის პოლიტიკური ნება არ იყო. ჩვენ რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ ქართველ პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული კომპრომისის პოვნა. ეს მოწოდება ძალაშია. კრისტიან დანიელსონმა მისი მეორე მისიის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს. ახლა შემდგომ ნაბიჯებზე შიდა მსჯელობა იქნება“, - აცხადებს ევროკომისიის სპიკერი ნაბილა მასრალი.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.