ვახტანგ მეგრელიშვილი IRI-ის კვლევაზე: ნებისმიერი პოლიტიკური ძალა საკუთარი ამომრჩევლის აზრს მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს

ვახტანგ მეგრელიშვილი IRI-ის კვლევაზე: ნებისმიერი პოლიტიკური ძალა საკუთარი ამომრჩევლის აზრს მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს

ნებისმიერი პოლიტიკური ძალა საკუთარი ამომრჩევლის აზრს მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 42% სრულიად არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას.

„ნებისმიერი პოლიტიკური ძალა საკუთარი ამომრჩევლის აზრს მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეს, თუმცა მხოლოდ ამომრჩეველზე არ არის, იქაც დიდი პოლარიზაციაა, ეს პოლარიზაციაა იმითაა განპირობებული, რომ რადიკალური პოზიციები აქვთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას. ორივე ზარალდება, ხელისუფლება ნაკლებად, ოპოზიცია მეტად, მაგრამ მასაც ჰყავს რადიკალიზებული ამომრჩეველი და მათი პოზიციის შეცვლა გამოიწვევს რადიკალიზებული ამომრჩევლის გაბრაზებას“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 42% ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას სრულიად არ უჭერს მხარს.