დანიელსონი საქართველოში მაშინ ჩამოვა, როდესაც დაინახავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რამე შეიცვალა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ველოდები, რომ ჯერ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეიცვალოს რამე და მერე დაველოდები ბატონი დანიელსონის ან სხვა მეგობრების სტუმრობას, მანამდე უბრალოდ აზრი არ აქვს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.