სოზარ სუბარი: რუსეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტებსა თუ ბიზნესმენებს აქციას რუსეთის აგენტები უწყობენ

სოზარ სუბარი: რუსეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტებსა თუ ბიზნესმენებს აქციას რუსეთის აგენტები უწყობენ

რუსეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტებსა თუ ბიზნესმენებს აქციას უწყობენ რუსეთის აგენტები, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობის გამო სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„დააკვირდით თითოეული ამ ადამიანის ბიოგრაფიას და მარტივად ნახავთ, რომ რუსეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტებს თუ ბიზნესმენებს აქციას უწყობენ რუსეთის „კაგებესა“ და „ეფესბეს“ აგენტები ნინო ბურჯანაძე და მისი შვილი. ადამიანები, რომლებიც 26 მაისს რუსი სპეცრაზმით გვემუქრებოდნენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. მოვლენები ე.წ. კომენდანტის საათის დროს განვითარდა, ამიტომ შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა „ქრონიკას“ უთხრა, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაარღვია გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.

პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა. რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.

Ninja 100%
4 წლის უკან