ჩვენმა სასიქადულო ერთპარტიულმა ოპოზიცამ გამოგივიცხადა დანიელსონმა კოჭლი დოკუმენტი, ფარატინა ქარალდი შემოგვთავაზაო-და ამიტომაც არ მოვაწერთ ხელსო, ბელადმა საკაშვილმაც ასე გვითხრა და მოგვიწონა კიდეცო, თან არა მგონია რუსეთს მოეწონოსო ახლა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი, ერთმხრივ ხელისუფლების კეთილი ნებით და მეორე მხრივ ევროკავშირის მედიატორებით დარეგულირდესო,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, მართალია, ერთპარტიულმა ოპოზიციამ, ყველას უნდა აჩვენოს მათი რეალური სახე, ევროპასაც, ამერიკასაც, რუსეთსაც და საქართველოსაც, ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკურობისა და რელიგიური მრწამსისა.
,,ოღონდ მარტივი კითხვა მაქვს, ეს ყველაფერი დანიელსონს რატომ არ უთხარით პირდაპირ? იქ კარგად მიცუნცულდებით ხოლმე! ან სენატორებს რატომ არ მიწერთ, როგორ შემოგაპარეთ კოჭლი დოკუმენტი და ფარატინა ქაღალდი ევროპელმა მედიატორმა?! ან პირდაპირ შარლ მიშელთან რატომ არ ჩივით?! ან ევროპარლამენტს რატომ არ წერთ,რომ ბატონმა დანიელსონმა კოჭლი დოკუმენტი, ფარატინა ქარალდი შემოგვთავაზაო-და ამიტომაც არ მოვაწერთ ხელსო, ბელადმა სააკაშვილმაც ასე გვითხრა და მოგვიწონა კიდეც, არა მგონია რუსეთს მოეწონოსო ახლა ე.წ. პოლიტიკური კრიზისი, ერთმხრივ ხელისუფლების კეთილი ნებით და მეორე მხრივ ევროკავშირის მედიატორებით დარეგულირდესო! ნუ გერიდებათ, მისწერეთ, ან სულაც თქვენთან აფილირებულ არასამთავრობოებს სთხოვეთ, იქნებ მათ მისწერონ!
ხომ, მართლა ვიოლა ფონ კრამონს კი ნამდვილდ უნდა უჩივლოს ერთპარტილმა ოპოზიციამ სტრასბურგში-„იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან, ხოლო ისინი, ვინც არჩევნებში მონაწილეობენ და შემდეგ არ შედიან პარლამენტში, ფაქტობრივად, საკუთარ ამომრჩეველს ღალატობენო.“
ევროპელმა ქალბატონმა მგონი გაასწრო რადიკალურ, ერთპარტიულ ოპოზიციას, თორემ კვერცხების სროლა მერე გენახა შენ... რა დიალოგი, რა მოლაპარაკება, რა სტაბილურობა, რა პარლამენტში შესვლა-აკოხატია ხალხში გადიან...
p.s. ვიცი, როგორც იწერება აკო და ხატია, მაგრამ ეს უფრო მომწონს აკოხატია“,- წერს ნიკოლეიშვილი