ხატია დეკანოიძე: შეთანხმების გეგმა შარლ მიშელის დოკუმენტს უნდა დაეფუძნოს

ხატია დეკანოიძე: შეთანხმების გეგმა შარლ მიშელის დოკუმენტს უნდა დაეფუძნოს

შეთანხმების გეგმა შარლ მიშელის დოკუმენტს უნდა დაეფუძნოს, თუ ის კიდევ იქნება წარდგენილი მედიატორთან. ჩვენი პოზიცია მედიატორმა იცის, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე.

მისივე განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მიერ მომზადებულ დოკუმენტი ოპოზიციის მოთხოვნებს აღარ პასუხობდა.

„ქართული ოცნების“ მოთხოვნა იყო, დოკუმენტი ყოფილიყო „წყალი“. ესაა მიზეზი, რის გამოც ჩაიშალა პირველი და მეორე მოლაპარაკებები. იმ სახით, როგორიც იყო ეს დოკუმენტი, მასზე ჩვენი ხელმოწერა არ იქნებოდა“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.

amo კი ბატონო დაეფუძნოს, ოღონდ ახალი არჩევნების გარეშე.
4 წლის უკან