დავით სერგეენკო: თუკი ოპოზიციის პოზიცია ერთიანი და ჩამოყალიბებული იქნება, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება

დავით სერგეენკო: თუკი ოპოზიციის პოზიცია ერთიანი და ჩამოყალიბებული იქნება, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება

თუკი ოპოზიციის პოზიცია ერთიანი და ჩამოყალიბებული იქნება, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თაობაზე დასმულ კითხვას.

„უნდა მოვისმინოთ მათი არგუმენტაცია, დასაბუთება. მათ გადადგმულ ნაბიჯებს უნდა შევხედოთ. ასე წინასწარ პიჯაკის ჯიბეში არ მიდევს გადაწყვეტილება, დავუჭერ თუ არა მხარს ოპოზიციის მოთხოვნას. როგორც ჩანს, სწორი იყო ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება, როცა მანდატების შეწყვეტას მხარი არ დავუჭირე, რადგან ამის შემდეგ რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მათ სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით, შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ.