თუ მოლაპარაკება გაგრძელდა, დოკუმენტიც უნდა დაკორექტირდეს ხუთივე საკითხის გათვალისწინებით და ორივე მხარის ურთიერთკომპრომისის ვარიანტზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დანიელსონის დოკუმენტი არასრულყოფილი იყო და არ აკმაყოფილებდა მხარეთა მოთხოვნებს.
„დანიელსონის დოკუმენტი არასრულყოფილი იყო და არ აკმაყოფილებდა მხარეთა მოთხოვნებს. შესაბამისად, თუ მოლაპარაკება გაგრძელდა, დოკუმენტიც უნდა დაკორექტირდეს ხუთივე საკითხის გათვალისწინებით და ორივე მხარის ურთიერთკომპრომისის ვარიანტზე. იმას, რაც დღეს არის, „სტრატეგია აღმაშენებლი" ვერ და არ მოაწერდა ხელს", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.