ზურაბ ქადაგიძე: ოღონდ ხელისუფლებაში მობრუნდნენ და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა

ზურაბ ქადაგიძე: ოღონდ ხელისუფლებაში მობრუნდნენ და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს:

"პანდემია, კრიზისი, უბედურება, ძალადობა მოკლედ, ოღონდ ხელისუფლებაში მობრუნდნენ და ქვაქვაზე ნუ დარჩება.

საქართველოში არსებული პანდემიის ფონზე, რაც მეტი დაინფიცირებული, გარდაცვლილი იქნება და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი  რაც უფრო მეტ ხანს გასტანს, პროტესტსაც უფრო მეტ მუხტს მისცემს. ჰო და ეგ ლოგიკაა ამ დესტრუქციული აქციების მიზანი.

მოლაპარაკების მაგიდის აყირავებაც  ემსახურებოდა დესტრუქციის ლოგიკას.

დოკუმენტი,რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან იდო დანიელსონის მიერ იყო შემოთავაზებული,ანუ წარმოადგენდა ევროსაბჭოს პოზიციას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

მინაშვილის განცხადებით დოკუმენტი არის კოჭლი და არანაირ გზას შეთანხმებისკენ არ ასახავს,ოღონდ მაინც ხელისუფლების ბრალია ევეოსაბჭოს შემოთავაზების "არასრულფასოვნება".

რა გამოდის?

დანიელსონმა მოლაპარაკების მაგიდაზე დადო " კოჭლი" დოკუმენტი ,რომელიც არ ასახავდა ნაც-ოპოზიციის სურვილებს?

დიახ, ნამდვილად არ ყოფილა გათვალისწინებული ვადამდელი არჩევნები!

იმიტომ,რომ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა კრემლისა და ნაც-ოპოზიციის გარდა.

P.S.

აგროვეთ ბატონო აკო აქტუვისტები. 15 მაისს ტაშის დამკვრელები,რომ მაინც გყავდეთ".