ადამიანების რელიგიურ გრძნობებზე ძლიერი ზემოქმედება არ იქნება სწორი, რადგან ეს უკუკავშირს გამოიწვევს. მიმაჩნია, რომ წესების დაცვით მათ ყველა საშუალება უნდა მიეცეთ, თუ დისტანცია და პირბადის გამოყენების წესი უზრუნველყოფილი იქნება, რამდენიმე საათიანი შეკრება რამე დრამატულ ზეგავლენას არ მოახდენს ეპიდემიაზე, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დილაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სააღდგომოდ რამდენიმე საათიანი შეკრება ეპიდემიაზე რამე დრამატულ ზეგავლენას არ მოახდენს.
„ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რელიგიური დღესასწაული გამოვიარეთ, გახსოვთ როგორი ვნებათაღელვა იყო წინა აღდგომის პერიოდში და გულწრფელად ვნერვიულობდით ყველანი, რადგან ველოდით, რომ ვერ მოხდებოდა წესებისა და დისტანციის დაცვა. ეს ჩაბარდა წარსულს და ვფიქრობ, ადამიანების რელიგიურ გრძნობებზე ძლიერი ზემოქმედება არ იქნება სწორი, რადგან ეს უკუკავშირს გამოიწვევს. მიმაჩნია, რომ წესების დაცვით მათ ყველა საშუალება უნდა მიეცეთ, თუ დისტანცია და პირბადის გამოყენების წესი უზრუნველყოფილი იქნება, რამდენიმე საათიანი შეკრება რამე დრამატულ ზეგავლენას არ მოახდენს ეპიდემიაზე“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.