"ოპოზიციის რადიკალური ფრთა არ არის თანახმა არანაირი შეთანხმების მიღწევაზე. მათ ერთადერთი სურვილი აქვთ - მოხდეს ხელისუფლების ცვლა არალეგიტიმური გზით, მათი კარნახით ჩატარდეს ე.წ. რიგგარეშე არჩევნები, რასაც მხარს არავინ უჭერს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ“ - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც ევროპულმა მედიაციამ დადო, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა, კოჭლიც კი უწოდეს.
„დოკუმენტი, რომელიც ევროპულმა მედიაციამ დადო, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა, კოჭლიც უწოდეს და ასე შემდეგ, დააფიქსირეს, რომ არც რურუაა მთავარი და საერთოდ, მელია ხომ მძევლად ყავთ აყვანილი. არავის გამოშვება მათთვის მთავარი არ არის, მთავარია ხელისუფლების შეცვლა და ამ ხელისუფლების შეცვლისათვის, ისინი დესტაბილიზაციის ყველანაირ გეგმას მიმართავენ. გააგრძელებს თუ არა ვინმე მოლაპარაკებას? ჩვენ, ყველა ეტაპზე და ყველა მომენტში ამ პროცესისა ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობის ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, როგორც ინდივიდუალურად ასევე უკეთესი იქნებოდა თუ ეს იქნებოდა საერთო შეთანხმება. გამომდინარე აქედან, არჩევანი გასაკეთებელი აქვს ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში ვერ გარკვეულან საბოლოო ჯამში საით არიან. საქართველოსკენ არიან, ეშმაკისკენ თუ რუსეთისკენ. ქვეყნის სტაბილური განვითარება უნდათ, თუ დესტაბილიზაცია. ეს ყველაფერი არის აღრეული მათ პოლიტიკურ აზროვნებაში და მოვუწოდებ, რაც შეიძლება დროზე ჩამოყალიბდნენ“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.