ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის მართვის ერთადერთი მექანიზმი დაასახელა

ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის მართვის ერთადერთი მექანიზმი დაასახელა

ვირუსის მართვის ერთადერთი მექანიზმი არის ვაქცინაცია, სხვა ამ ვირუსს კაცობრიობამ ამ ერთ წელიწადში ვერაფერი დაუპირისპირა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ განაცხადა. მისი თქმით, სამკურნალო-საწამლო საშუალება ამ დროში ვერ შეიქმნა.

„სამკურნალო-საწამლო საშუალება ამ დრომდე ვერ შევქმენით, თუმცა პროცესი მიდის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში, მაგრამ ძალიან მწირი ინფორმაციაა ამ მხრივ და ჯერჯერობით ხელშესახები არაფერია. გარდა იმისა, რომ წამალი უნდა იყოს ეფექტური, ამავდროულად დიდ პოპულაციაში ის უნდა იყოს უსაფრთხო, მხოლოდ ეფექტურობა არ კმარა. ასევე, მისი დამზადება და მასობრივი წარმოება უნდა იყოს ძალიან იაფი და ამიტომ ჯერჯერობით, ამ პროცესს აგვიანდება. პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მედიცინამ 10 თვეში ვაქცინა დაუპირისპირა ამ ვირუსს, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და დღეს ვირუსის მართვის ერთადერთი მექანიზმი არის ვაქცინაცია, სხვა ამ ვირუსს კაცობრიობამ ამ ერთ წელიწადში ვერაფერი დაუპირისპირა“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.