ვახტანგ მეგრელიშვილი: „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერდა, თუ ყველა პარტია დათანხმდებოდა

ვახტანგ მეგრელიშვილი: „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერდა, თუ ყველა პარტია დათანხმდებოდა

„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შენიშვნები კონკრეტულ პუნქტებთან დაკავშირებით. ის აცხადებდა, რომ მე ჩემს შენიშვნებს არ ვაყენებ, როგორც გადამწყვეტს. ანუ, მე ჩემს შენიშვნებს უკან წავიღებ - თუ ყველა დათანხმდებით, ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომელმაც ისაუბრა, თუ რომელი პარტია იყო მზად, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელი მოეწერა.

„მე ყველაზე კონსტრუქციული ვიყავი. ჩემს შემდეგ „ქართული ოცნება“ მოდიოდა, რომელიც აცხადებდა, რომ რაღაცები არ მოსწონდა. მეც არ მომწონდა, მაგრამ ის, რაც არ მომწონდა, მასზე დიდ ყურადღებას არ ვამახვილებდი. რაც მომწონდა, იყო შეთანხმება. ანუ, ამ ყველაფრის ღირებულება მდგომარეობდა არა იმაში, რომელიმე პუნქტი რა სიტყვებით ეწერებოდა, არამედ იმაში, რომ მხარეები მთლიანად ამ ჩარჩოზე შეთანხმებულიყვნენ. ერთმანეთისთვის „კრემლის აგენტები“ არ დაეძახათ და ერთმანეთისთვის ქუჩაში ქვა არ ესროლათ. მთავარი ღირებულება ამ შეთანხმების ეს იყო.

არ შემიძლია, არ ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შენიშვნები კონკრეტულ პუნქტებთან დაკავშირებით, ის აცხადებდა, რომ მე ჩემს შენიშვნებს არ ვაყენებ, როგორც გადამწყვეტს. ანუ, მე ჩემს შენიშვნებს უკან წავიღებ - თუ ყველა დათანხმდებით, ამ დოკუმენტს ხელს მოვაწერ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

რა წერია კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში, რომელსაც პარტიებმა ხელი არ მოაწერეს, დეტალურად ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში.

30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.