კათოლიკურმა აღდგომამ ვატიკანში პრაქტიკულად მრევლის გარეშე ჩაიარა. წმინდა პეტრეს ტაძარში მორწმუნეებისთვის განკუთვნილი სავარძლები ცარიელი იყო.
ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ქადაგებისას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა აღნიშნა, რომ პანდემიის ამ მძიმე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მორწმუნეებმა უფალს უსმინონ.
კათოლიკე და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ.