საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 15 649 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 15 649 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 649 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 002 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 647 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 464 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 283 833-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.97 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.01 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 454 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 274 599-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 811 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 464 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა - 57, იმერეთი - 28, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 23, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49, კახეთი - 7, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 397, საიდანაც: 1 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 853, აჭარაში - 266, იმერეთში - 306. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 342 პირი, მათ შორის, თბილისში - 147, აჭარაში - 37, იმერეთში -80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 73 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 3, იმერეთში - 6. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 141 - თბილისში, 85 - აჭარაში. 3 344 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 13.

სულ 6 ოქტომბრიდან - 3 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 979 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 110 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 098 პირი, აჭარაში - 1 182, იმერეთში - 1 000.