ერთ ფარატინა ქაღალდზე შეთანხმება და ხელმოწერა ქვეყანას კრიზისული ვითარებიდან არ გამოიყვანდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
„ეს შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოფილიყო გამაყუჩებელი, თუმცა გაყუჩების ეფექტის გასვლის შემდეგ, ტკივილი უფრო დიდია. სინამდვილეში დაავადებას უნდა ვუმკურნალოთ. ამის გზა რა არის ? არის ის, რომ პოლიტიკური დევნილი ქვეყანაში არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს რისკი, რომ პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დაიჭერენ“, - განაცხადა მინაშვილმა.
30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.
ხატია დეკანოიძე: "დანიელსონის დოკუმენტზე, რომელიც პრაქტიკულად მიუღებელია, ჩვენი ხელმოწერა არ იქნებოდა"
მაგრამ მოლაპარაკებების ჩაშლაზე მაინც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, ხომ?! - ასე მიგაჩნიათ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს დასავლელ ლობისტებსაც...
ჰოდა, გადააფსით ერთმანეთს ვახტანგურად! - უფრო თავაზიანად მომართვის ღირსი არა ხართ!