„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი მათთვის მიუღებელი იყო და ამ დოკუმენტზე მათი ხელმოწერა არც იქნებოდა. ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განახადა.
„დანიელსონის დოკუმენტი, რომელიც ჩვენთვის პრაქტიკულად მიუღებელია, ანუ, ის დოკუმენტი, რომელიც მედიატორმა დატოვა, ამ დოკუმენტზე ჩვენი ხელმოწერა არ იქნებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ არც უთხოვიათ, ეგებ მედიაცია გაგრძელდეს, ეგებ როგორმე გაიზარდოს, შინაარსობრივად სხვა ფორმატში გადავიდეს, იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი მიუღებელია“ – განახადა ხატია დეკანოიძემ.