ვახტანგ მეგრელიშვილი: ჯერ პარტიაში შევთანხმდებით, რომ ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკება გვსურს, შემდეგ შევატყობინებთ „ქართულ ოცნებას“

ვახტანგ მეგრელიშვილი: ჯერ პარტიაში შევთანხმდებით, რომ ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკება გვსურს, შემდეგ შევატყობინებთ „ქართულ ოცნებას“

ჩვენ ჯერ პარტიაში შევთანხმდებით, რომ ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკება გვსურს და შემდეგ შევატყობინებთ „ქართულ ოცნებას“, რადგან გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკებების იმედზე ვერ ვიქნებით, - ამის შესახებ „ტვ.პირველის“ ეთერში პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ, ამ გიჟურ სიტუაციაში, როცა მართლა გაუგებარია ხვალინდელი დღე როგორი იქნება, კერძოდ იქნება აქციები, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები თუ მოლაპარაკებები გაგრძელდება, რევოლუცია იქნება თუ სისხლისღვრა, ამ გაურკვეველი მომავლისთვის უნდა დავაზუსტოთ ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან „გირჩის“ ახალი გეგმის შესახებ ცნობილი მომავალ კვირას გახდება, განაცხადა მეგრელიშვილმა.

Ninja კაი ერთი. ??
4 წლის უკან