მიხეილ სარჯველაძე: მანდატების გაუქმებაზე ოპოზიციის ინიციატივა მიზანმიმართული სვლაა, რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას გადაულახავი კრიზისი

მიხეილ სარჯველაძე: მანდატების გაუქმებაზე ოპოზიციის ინიციატივა მიზანმიმართული სვლაა, რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას გადაულახავი კრიზისი

უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ინიციატივები არის ძალიან აქტიური, მონდომებული და მიზანმიმართული სვლა, რომ საქართველოში რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას გადაულახავი კრიზისი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი, რასაც ოპოზიცია აკეთებს, ამ წუთას ყველაზე ნაკლებად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას.

„უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ინიციატივები არის ძალიან აქტიური, მონდომებული და მიზანმიმართული სვლა, რომ საქართველოში რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას გადაულახავი კრიზისი. ყველაფერი, რასაც ოპოზიცია აკეთებს, ამ წუთას ყველაზე ნაკლებად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. ნებისმიერი ქმედების გაზომვის მთავარი ხაზი გაივლის იმაზე, რა არის ქვეყნისა და ხალხისთვის კონკრეტულ მომენტში მნიშვნელოვანი“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ოპოზიციის წარმომადგენლებმა უფლებამოსილების შეჩერების შესახებ კიდევ ერთხელ უნდა მიმართონ.