ის, რაც ილაპარაკა ევროპარლამენტმა, ქალბატონმა კრამონმა, არის ინდიკატორი; რა პოზიცია აქვს ევროკავშირს, ევროპარლამენტს და რას წარმოადგენს რეალობა, – აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.
„გულუბრყვილობა დარჩა წარსულში, ევროპარლამენტარებმა უფრო ფართოდ შეაფასეს ვითარება, უფრო სიღრმისეულად ჩაწვდნენ პრობლემებს. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის განცხადება, რომელიც ქალბატონმა კრამონმა გააკეთა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ როგორც ევროპარლამენტარი, იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან, ხოლო ისინი, ვინც არჩევნებში მონაწილეობენ და შემდეგ არ შედიან პარლამენტში, ფაქტობრივად, საკუთარ ამომრჩეველს ღალატობენ.