ყოველი მომდევნო ნაბიჯი ოპოზიციისა გადადგმული იყო იმისთვის, რომ შედეგიანი არ ყოფილიყო მოლაპარაკება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
„საკითხებიც სწორედ იმგვარად იყო დაყენებული, რომ რეალურად რაც შეიძლება მეტი დესტრუქცია შემოეტანათ. რაც გულისხმობდა იმას, რომ მოლაპარაკება რამენაირად არ შემდგარიყო. რამენაირად აეხსნათ ის სრულიად ულოგიკო ნაბიჯი, რაც გულისხმობს არჩევნების შედეგად მოპოვებული მანდატების მიხედვით პარლამენტში ფუნქციების შეუსრულებლობა. ამ გადაწყვეტილებას ვერ ხსნის ოპოზიცია და ცდილობს ხელოვნურად შექმნას კრიზისი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
დღეს, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ოპოზიციის წარმომადგენლებმა უფლებამოსილების შეჩერების შესახებ კიდევ ერთხელ უნდა მიმართონ.