ვიოლა ფონ კრამონიც ეთანხმება იმ შეფასებას, რომ ჩვენი ოპოზიცია ფაქტობრივად საბოტაჟს უწყობს თავის ქვეყანას, საზოგადოებას, რაც კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია არა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, არამედ თავად ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთ მხარეს არის „ლეიბორისტების ფანჩატური“, ხოლო მეორე მხარეს - მთელი დასავლური სამყარო.
„ერთ მხარეს არის „ლეიბორისტების ფანჩატური“, ხოლო მეორე მხარეს არის მთელი დასავლური სამყარო, საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოება, რომელიც ნათლად ხედავს იმას, რომ საუბარი თითქოს, არჩევნებთან მიმართებაში არალეგიტიმური, არარელევანტურია,
ვიოლა ფონ კრამონიც ეთანხმება იმ შეფასებას, რომ ჩვენი ოპოზიცია ფაქტობრივად საბოტაჟს უწყობს თავის ქვეყანას, საზოგადოებას, რაც კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია არა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, არამედ თავად ოპოზიციისთვის“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ როგორც ევროპარლამენტარი, იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან, ხოლო ისინი, ვინც არჩევნებში მონაწილეობენ და შემდეგ არ შედიან პარლამენტში, ფაქტობრივად, საკუთარ ამომრჩეველს ღალატობენ.