ირაკლი კობახიძე: გურამ დოჩანაშვილმა გენიალური მოთხრობები დაგვიტოვა, რომლებიც კეთილისა და ბოროტის გარჩევას გვასწავლის

ირაკლი კობახიძე: გურამ დოჩანაშვილმა გენიალური მოთხრობები დაგვიტოვა, რომლებიც კეთილისა და ბოროტის გარჩევას გვასწავლის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებსა და საზოგადოებას უსამძიმრებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, გურამ დოჩანაშვილმა გენიალური მოთხრობები დაგვიტოვა, რომლებიც კეთილისა და ბოროტის გარჩევას გვასწავლის.

„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“ - ამ სიტყვებთან ერთად, გურამ დოჩანაშვილმა გენიალური მოთხრობები დაგვიტოვა, რომლებიც კეთილისა და ბოროტის გარჩევას გვასწავლის, ასევე ადამიანის სიყვარულს, სიცოცხლის სიყვარულს. ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს, ახლობლებს, ყველას, ვისაც უყვარს ლიტერატურა და დოჩანაშვილის უკვდავი ნაწარმოებები“, - წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე.

მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა.