„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და საზოგადოებას უსამძიმრებს.
„რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მივულოცეთ... დღეს უკვე სამაგალითო ისტორიაა მისი ცხოვრება და უნიკალური შემოქმედება! ვწუხვარ, უდიდესი ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო. ვიზიარებ მისი ოჯახის და საზოგადოების მწუხარებას“, -წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ში.
მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა.