სერგო ჩიხლაძე: დასავლელ პარტნიორებს უნდა გავუგზავნოთ გზავნილი, რომ თუ რაიმე სანქციებზეა საუბარი, ქვეყანას არ დაედოს სანქცია, კონკრეტულ პირებზე გადავიდეს ეს წნეხი

სერგო ჩიხლაძე: დასავლელ პარტნიორებს უნდა გავუგზავნოთ გზავნილი, რომ თუ რაიმე სანქციებზეა საუბარი, ქვეყანას არ დაედოს სანქცია, კონკრეტულ პირებზე გადავიდეს ეს წნეხი

დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ უნდა გავუგზავნოთ გზავნილი, რომ თუ რაიმე სანქციებზე, ან პირობებზეა საუბარი, ქვეყანას არ დაედოს არანაირი სანქცია, კონკრეტულ პირებზე გადავიდეს ეს წნეხი“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო დასავლელ პარტნიორებთან დიალოგის აუცილებლობას.

„ვისაუბრეთ 15 მაისის აქციაზე, ლოჯისტიკურ დეტალებზე. იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ რეგიონებში გასვლას. ასევე, მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ დასავლელ პარტნიორებთან დიალოგის აუცილებლობას. ყველა პარტია ვთანხმდებით, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ უნდა გავუგზავნოთ გზავნილი, რომ თუ რაიმე სანქციებზე, ან პირობებზეა საუბარი, ქვეყანას არ დაედოს არანაირი სანქცია, კონკრეტულ პირებზე გადავიდეს ეს წნეხი და არა ქვეყანაზე. ამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი- ოპოზიციის როლი“,- აცხადებს ჩიხლაძე.

Ninja მართალი ხარ და სანქციები შენით უნდა დაიწყონ. ??
4 წლის უკან