ბიძინა ივანიშვილი სამებაში ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ​მივიდა

ბიძინა ივანიშვილი სამებაში ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ​მივიდა

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.

მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

ანზორ ერქომაიშვილმა მუსიკალურად გააფორმა ოცამდე კინოფილმი და სპექტაკლი, მისი ინიციატივითა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი.

ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“.

ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.