იაგო ხვიჩია: ძალიან მალე დაინახავთ, რომ ჩვენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთში ვერ აგვზელთ

იაგო ხვიჩია: ძალიან მალე დაინახავთ, რომ ჩვენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთში ვერ აგვზელთ

ძალიან მალე დაინახავთ, რომ ჩვენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთში ვერ აგვზელთ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „პირველ არხთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩის“ პარლამენტში შესვლა ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლად აღიქმება.

„მხოლოდ ჩვენ რომ შევიდეთ, არ გამოდის, რადგან ისე გამოდის, რომ იქ შესვლა აღიქმება ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლად - წარმოიდგინეთ, პატიმრები, ეს ამბავი და ამ თამაშში ეხმარები, ვინაიდან შენდა უნებურად, ცუდ საქმეში გითრევს იმ ადგილას შესვლა, რაც ამომრჩეველმა მოგანიჭა და დაიმსახურე. მაგრამ ეს არის „ქართული ოცნების“ პრობლემა, რომ პარლამენტი ვერ შეადგინა. ძალიან მალე დაინახავთ, რომ ჩვენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთში ვერ აგვზელთ. აქტიურობის თვალსაზრისით უკანასკნელ რიგებში არ ვიქნებით, ჩვენს სიტყვას ამ პროცესში ვიტყვით. ჩვენი თამაში ჯერ კიდევ წინ არის. არ მჯერა, რომ შეიძლება ოთხი წელი ამ უაზრობაში ვიცხოვროთ. ასე გაგრძელება არ იქნება, ეს ყველაფერი დიდი ხანი ვერ იქნება. ეს არავის აწყობს. უბრალოდ, მოქიშპე მხარეები ჩაჯინებულები არიან ერთმანეთს და ამას ეწირება მთელი ქვეყნის ინტერესები. რამდენი ხანი შეიძლება ეს გაგრძელდეს? - ან ვიჩხუბებთ, ამისთვის სერიოზული კატაკლიზმი დაგვჭირდება, ან რაღაც მოხდება“, - აცხადებს ხვიჩია.

amo თქვენ ხართ გაუგებრობა!
4 წლის უკან