კახაბერ კუჭავა: გზავნილები არის ყველასთვის კარგად გასააზრებელი, ეს არ ეხება ან ერთს ან მეორეს, ეხება მთლიანად ქვეყანას

კახაბერ კუჭავა: გზავნილები არის ყველასთვის კარგად გასააზრებელი, ეს არ ეხება ან ერთს ან მეორეს, ეხება მთლიანად ქვეყანას

„ქართული ოცნების“ მხრიდან მზაობა იყო და იქნება, რომ შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე - რატომ არ იყო დოკუმენტზე უმრავლესობის ხელმოწერა, კახა კუჭავა ამბობს, რომ იმისთვის რომ ხელი მოეწეროს, უნდა არსებობდეს ფორმატი.

„იმისთვის რომ ხელი მოეწეროს, უნდა არსებობდეს ფორმატი, ეს ადამიანი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ თქვენ მაინც მოაწერეთ ხელი. მან უბრალოდ გადაწყვიტა, რომ შეთანხმება არ შედგა და გააკეთა შესაბამისი ბრიფინგი. ჩვენ იყო მზად ეს ხელმოწერა და ეს მოისმინეთ არა ერთგზის, მათ შორის, იმ ადამიანებისგან, ვინც იყვნენ იქ. ეს განცხადებები გაკეთდა. პროცესი, რომელიც ჩვენ გავიარეთ, ჩვენი მზადყოფნა იყო რომ იქ ხელი მოგვწერა და შეთანხმება შემდგარიყო. ელისაშვილს თავის პარტია აქვს და ის თვითონ გადაწყვეტს ხელი მოაწეროს თუ არა. ჩვენი მხრიდან ეს მზაობა არის, მაგრამ ხელმოწერის ფორმატი უნდა იყოს, რომ კრიზისი განიმუხტოს. ამის მიღწევა თუ შესაძლებელი იქნება, ჩვენი მზადყოფნა არის რომ ხელი მოვაწეროთ“, - ამბობს კახა კუჭავა.

რამდენიმე ევროპარლამენტარი, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.