„როდესაც პროტესტის სათავეში ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც რუსული საქმე აქვთ ნაკეთები, რეზოლუციიდან დაწყებული „პაკლონნაია გორაზე“ დგომით გაგრძელებული და ამ ადამიანებთან დგომა არ ეთაკილებათ და შემდეგ სხვა რაღაცას აპროტესტებენ, ნათქვამს და არა გაკეთებულს, ეს რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გაკვირვებას იწვევს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, როდესაც საუბარია ადამიანზე, რომელმაც სხვადასხვა დროში ძალიან ბევრი რამ თქვა უკიდურესად მიუღებელი, ეს ძალიან ცუდია.
„საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოში შემოდის ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული. პროტესტს ამ ყველაფრის წინააღმდეგ აორგანიზებენ ის ადამიანები, რომლებმაც არათუ თქვეს, არამედ ბევრი რამ გააკეთეს ამ ქვეყნის საწინააღმდეგო და ეს არის სწორედ პარადოქსი, თორემ ვინც მსგავს რაღაცას გულწრფელად გააპროტესტებს, შეიძლება შეცდომაში იყოს, ან არ იყოს შეყვანილი. ეს გასაგები იქნება, მაგრამ, როდესაც პროტესტის სათავეში ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც რუსული საქმე აქვთ ნაკეთები, რეზოლუციიდან დაწყებული „პაკლონნაია გორაზე“ დგომით გაგრძელებული და ამ ადამიანებთან დგომა არ ეთაკილებათ და შემდეგ სხვა რაღაცას აპროტესტებენ, ნათქვამს და არა გაკეთებულს, ეს რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გაკვირვებას იწვევს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.