მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჰოსპიტალიზებულია. როგორც imedinews-ს ჰოსპიტალში განუცხადეს, დოჩანაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რეანიმაციაშია და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. ოჯახის ნების წინააღმდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვა დეტალებს ვერ გეტყვით“, - განუცხადეს imedinews-ს კლინიკაში.