ვახტანგ მეგრელიშვილი: „ოცნებამ“ რამდენჯერმე შესთავაზა ოპოზიციას, თუ შეთანხმებას მოაწერდნენ ხელს, ისინიც მზად იყვნენ ხელი მოეწერათ

ვახტანგ მეგრელიშვილი: „ოცნებამ“ რამდენჯერმე შესთავაზა ოპოზიციას, თუ შეთანხმებას მოაწერდნენ ხელს, ისინიც მზად იყვნენ ხელი მოეწერათ

„ქართულმა ოცნებამ“ რამდენჯერმე, მინიმუმ 3-4-ჯერ შესთავაზა ოპოზიციას, თუ ამ შეთანხმებას მოაწერდნენ ხელს, ისინიც მზად იყვნენ ხელი მოეწერათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დანიელსონმა თქვა, რომ რამდენიმე თვეში შესაძლებელია, გიორგი რურუას სამაჯურის ან რაღაც მექანიზმის მოფიქრება, რის შედეგადაც ეს ადამიანი უახლოეს პერიოდში გამოვა, თუ მხარეების ნდობა იქნება ამ შეთანხმების მიმართ.

„ეს ნიშნავს, რომ ყველანი შევდივართ პარლამენტში და იქ შევიმუშავებთ მექანიზმს, როგორ შეიძლება სამართლის ჩარჩოში გიორგი რურუამ დატოვოს საპატიმრო, ამას ხომ სჭირდება, რომ ჯერ პარლამენტში შეხვიდე. ჯერ შეთანხმდე სხვა საკითხებზეც, მათ შორის იმაზეც, რომ გიორგი რურუას საკითხზე ერთობლივად იმუშავებ და შეხვიდე პარლამენტში. ამის მზაობა მხარეებს არ ჰქონდათ. რამდენჯერ მაქვს ამის შესახებ ნათქვამი, უბრალოდ ვერ ვხვდები, რა ვთქვა ახალი? ნდობა ერთმანეთის მიმართ საერთოდ ნულზეა. არ გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ რომელიღაც მხარე მოწადინებული იყო. ორივე მხარე მოწადინებული იყო, რომ მეორე მხარეს ჩაშლა დაბრალებოდა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.