დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული პირობითობა მათი მხრიდან იყო გახმოვანებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროკომისია ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარების განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარია პირობითობაზე და არა ევროკავშირის მხრიდან რაიმე კონკრეტულზე.
„ნამდვილად არ ვცდილობ, რომელიმე მათგანის დაკნინებას. პირიქით, გამოვხატავ მათ მიმართ პატივისცემას. მათ რიცხვს - 5,6-ია თუ 7 მნიშვნელობა არ აქვს. ერთ მათგანსაც კი რომ ასეთი აზრი გააჩნდეს, ეს საყურადღებოა. ეს არის ჩვენთვის მინიშნება, რომ ამ თემებზე მათთან კომუნიკაცია, საუბარი კიდევ უნდა გავაგრძელოთ. დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული პირობითობა მათი მხრიდან იყო გახმოვანებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროკომისია ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
რამდენიმე ევროპარლამენტარი, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.