მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე: როდესაც პირობით დათქმებს უწოდებ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება

მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე: როდესაც პირობით დათქმებს უწოდებ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება

როდესაც პირობით დათქმებს უწოდებ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციური მედია და ჩვენი ოპონენტები იმგვარად სვამენ საკითხს, თითქოს რაღაც სანქციებზეა საუბარი, რაც არის ტყუილი. როდესაც პირობით დათქმებს უწოდებ სანქციებს, ეს არის საზოგადოების მოტყუება“, - განაცხადა მდინარაძემ.

რამდენიმე ევროპარლამენტარი, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.